ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა არა იმიტომ, რომ თვითონ სურდა, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდებოდა, - განაცხადა „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა განვიორადეს შევარნდძის სცენარი, როდესაც ინტელეგენციამ დაუჩოქა და სთხოვა არ წასულიყო, კობახიძე აცხადებს, რომ შედარებაც კი შეუძლებელია.
,,ძალიან გთხოვთ ნუ შეადარებთ D ბიძინა ივანიშვილს ედუარდ შევარდნაძეს. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა არა იმიტომ, რომ თვითონ სურდა, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდებოდა უმძიმეს ვითარებიდან გამოყვანა. ვფიქრობ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი სააკაშვილს რეჟიმს ნამდვილად ვერ მოვიშორებდით და არჩევნებს ვერ მოვიგებდით. ეს ყველამ იცის, აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის როლი უდიდესია. პრემიერ-მინისტრი პოლიტიკიდან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, რომც წავიდეს, მან თავისი ფუნქცია უკვე შესრულა პირველი ოქტომბრის არჩევნების დღეს, ნაცისტური რეჟიმის დამარცხებით", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მანანა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ 1993 წლის შემოდგომაზე ქართულამ ინტელიგენციამ, პოლიტიკალურმა სპექტრმა და პატრიარქმა მაშინდელ სახელმწიფოს მეთაურს, ეუდუარდ შეარდნაძეს დაუჩოქა და სთხოვა თანამდებობა არ დაეტოვებინა.
მასალის გამოყენების პირობები