,,ნაციონალური მოძრაობა" რეალობიდან გაქცევას ცდილობს", _განაცხადა ჟურნალისტებთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სამეგრელოში აღმოჩენილ მასალებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის მიერ გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.
,,სამწუხაროა, რომ ეს არის ვითომ აღმოჩენა პრეზიდენტისთვის, ან ,,,ნაციონალური მოძრაობის" უმრავლესობისთვის. დღეს იმის მცდელობა, რომ ყველაფერი ერთ, ან ორ კაცს გადაბრალდეს, ეს არის კიდევ ერთი უსუსური მცდელობა გაექცე რეალობას და ვირტუალური რეალობაში იცხოვრო", -განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა სამეგრელოში, სპეციალურ სამალავებში აღმიაჩინეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს.