„ჩანაწერების ჩვენება ფართო საზოგადოებისთვის არ შეიძლება" , _ განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა, სამეგრელოში სამალავში, სამართალდამცავების მიერ კიდევ ოთხი კასრის აღმოჩენის ფაქტის კომენტირებისას.
მისივე თქმით, ჩანაწერების განადგურება დანაშაულის დამალვას ნიშნავს.
"არ შეიძლება ჩანაწერების ჩვენება ფართო საზოგადოებისთვის,მაგრამ განადგურება ასე პირდაპირ ფაქტიურად დანაშაულის დამალვას ნიშნავს.
მე არა მგონია,რომ სახელმწიფო ორგანიზებულად დანაშაულის დამალვაში უნდა მონაწილეობდეს, მაგრამ განადგურება ნიშნავს მონაწილეობას იმ დანაშაულში რომელიც მოხდა", _ განაცხადა მინისტრმა.