„ის კადრები, რაც სამალავში აღმოჩნდა, დღეს ვერ განადგურდება", _ აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სამეგრელოში აღმოჩენილ უკანონო ვიდეოჩანაწერების კომენტირებისას.
„ის კადრები რაც სამალავში აღმოჩნდა, ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ დღეს ვერ განადგურდება იმიტომ, რომ ჯერ საქმე უნდა იქნეს გამოძიებული.
მაგრამ არის ისეთი ჩანაწერებიც გახსოვთ, ალბათ, სადაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტებია. ამ ჩანაწერებს ჯერ ალბათ დახარისხება სჭირდება ჩემი აზრით, მანამ სანამ მიღებული იქნება გადაწყვეტილება", _ განაცხადა მინისტრმა.