მოვუწოდებთ შსს-ს შეასრულოს საგამოძიებო ფუნქცია და არაადამიანური მოპყრობის ყველა მსხვერპლს, - აცხადებს "დემოკრატიის განვითარების, ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის" ხელმძღვანელი დავით ტაბატაძე.
მისივე თქმით, შსს საგამოძიებო ორგანოს წარმოადგენს და მისი ფუნქცია ამა თუ იმ ხელისუფლებისადმი საზოგადოებრივი განწყობის შექმნა არ არის".
„გამოცხატავთ შეშფოთებას სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალების შინაარსზე, რომელიც ნათლას ასახავს იმ რეჟიმმის სისტემურ დანაშაულს, რომლის დროსაც ეს ხორციელდებოდა. მიუხედავად არსებული ვითარებისა, სამეგრელოში სამალავში აღმოჩენილი თუ მანამდე არსებული უკანონო ვიდეომასალა, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა სამინიტროში ინახება აუცილებლად უნდა გადადგურდეს, რათა შემცირდეს რისკები მისი არასწორი დანიშნულებით გამოყენებისა. სამწუხაროდ, ამ პრაქტიკის მაგალითები არაერთი იხილა საზოგადოებამ. ასევე, არავინ იცის, უკანონოდ მოპოვებულ მასალას, როგორ და რაში გამოიყენებენ შემდგომი ხელისუფლებები. იმის მიუხედავად, რომ ყველა მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს როგორ სახელმწიფოში ცხოვრობს და რა ხდება ამ ქვეყანაში, დაუშვებელია ამ მასალის ფართო საზოგადოებისთვის ჩვენება. შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საგამოძიებო ორგანოს და მისი ფუნქცია არ არის შექმნას საზოგადოებრივი განწყობა ამა თუ იმ ხელისუფლების შესახებ. ამიტომ მოვუწოდებთ შეასრულოს მან საგამოძიებო ფუნქცია და პატივი სცეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ყველა მსხვერპლს", - აცხადებს ტაბატაძე.