„ეს არის მავთულხლართები ოსური საზოგადოების წინააღმდეგ", _ აცხადებს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დანარჩენი საქართველოს შიგნით გადმოწეულ საოკუპაციო ხაზზე რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმის კომენტირებისას.
„რა განსხვავებაა ბერლინის კედელსა და ჩინეთის კედელს შორის? ბერლინის კედელი თავის ხალხს არ უშვებდა გარეთ, ხოლო ჩინეთის კედელი მტერს არ უშვებდა შიგნით.
ეს არის ბერლინის კედელი, მათ უნდათ შემოფარგლონ ოკუპირებილი ტერიტორია და ოკუპირებული ტერიტორია არსებობს და კანონი არსებობს ჩვენთან „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", შესაბამისად, რუსებმა დღეს დაიწყეს ამ ოკუპირებული ტერიტორიის შემოღობვა, რათა ოკუპირებული ტერიტორიებიდან არავინ არ მოინდომოს ან ძნელად გამოუვიდეს დანარჩენ საქართველოსთან კონტაქტები", - აცხადებს ზაქარეიშვილი.