,,საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბალი ხელფასების დაბალანსება პრემიებით ხდებოდა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ საიას მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის კომენტირებისას.
,,წლების მანძილზე საგარეო საქმეთა სამინიტროში ხელფასები ძალიან დაბალი იყო და რაღაცნაირად დაბალანსება ხდებოდა პრემიების სახით. ეს, ფაქტობრივად, პრემია კი არ იყო, არამედ ხელფასზე დანამატი. პრემია სხვა რამე უნდა იყოს, ის უნდა იყოს გარკვეული წარმატებისთვის, განსაკუთრებული მუშაობისთვის და იმედია, რომ მომავალში ეს ასე იქნება როდესაც დაბალანსდება ხელფასების მატება", -განაცახდა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ საიას ინფორმაციით, სამინისტროებში ყოველთვიურად პრემიებს გაცემა ხდება, მაგრამ შემუშავებული არაა ნორმატიული აქტი თუ რის საფუძველზე ხდება პრემიის გაცემა.
მასალის გამოყენების პირობები