,,შეხვედრა დავტოვე იმიტომ რომ ცირკი იყო და ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ", -განაცხადა შსს-ის დატოვების შემდეგ ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ.
მისივე განცხადებით, შეხვედრაზე ცირკი შალვა რამიშვილმა და ირაკლი კაკაბაძემ მოაწყვეს.
შეგახსენებთ, რომ შსს-ში მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრა რამდენიმე ადამიანმა პროტესტის ნიშნად დატოვა.