სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილი მინისტრი განცხადებას ავრცელებს.
"ამ ბოლო დროს აქტიურად ხდება ჩემი სახელის გამოყენება ამა თუ იმ დანაშაულებრივ ფაქტთან მიმართებით. ბოლო ასეთი მცდელობა იყო ჩემი სახელის ხსენება ე.წ. უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით. საჯაროდ ვაცხადებ, არც ამ ჩანაწერების მოპოვებასთან და არც მის გავრცელებასთან არანაირი კავშირი არ მაქვს და არც შეიძლება მქონდეს. უფრო მეტიც, უახლოეს დღეებში ვაპირებ მივმართო სასამართლოს და ყველა უპასუხისმგებლო ადამიანსა თუ გამომცემლობას მოვთხოვო ბოდიშის მოხდა ჩემი და ჩემი ოჯახის სახელის დისკრედიტაციისათვის", - წერია ბაჩო ახალაიას "ფეისბუქის" გვერდზე.