ამერიკის ელჩის რიჩარდ ნორლანდის თქმით, ის აღშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომელიც შს სამინისტრომ გუშინ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წარუდგინა.
ამის შესახებ ელჩმა ქუთაისში ვიზიტისას განაცხადა, სადაც მან ახლად გახსნილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები „კრისტალი" და „ჯეოკაპიტალი" მოინახულა.
ელჩის თქმით ამერიკული მხარე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სწრაფად გამოიძიონ მომხდარი, რაც ვიდეო მასალებთან კონკორეტული პირების პასუხისმგებლოს დააყენებს. ელჩი დღესვე ქუთაისის რამდენიმე საჯარო სკოლაში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს და დღის ბოლოს ქალაქის ახლად არჩეულ მერს, დიმიტრი კოპალიანს შეხვდება.