თუ აღმოჩნდება, რომ ვიდეოფირები ნამდვილია, მაშინ მთავრობას მოვუწოდებთ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით, - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკამ ბირთვული ნივთიერებების კონტრაბანდის წინააღმდეგ მიმართული ორდღიანი კონფერენციის გახსნის შემდეგ. მისი თქმით, სამეგრელოში ნაპოვნ ვიდეოფირებზე ასახულ კადრებში ადამიანის უფლებების უხეშადაა დარღვეული.
"ჩვენი რეკომენდაციაა საქართველოს მთავრობის მიმართ, გამოიძიონ ვიდეოფორები და თუ აღმოჩნდება, რომ ვიდეოფირები ნამდვილია, მაშინ მთავრობას მოვუწოდებთ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. ის საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევის საკითხია... ჩემთვის ცნობილია, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, იზიარებს განწყობას ამ ვიდეოების მიმართ და მათი რეკომდაციები და თხოვნებიც არის იგივე, რომ ჩატარებული უნდა იქნას საფუძვლიანი გამოძიება და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ,"- განაცხადა ბრიჯიტ ბრინკმა.