სამეგრელოში ნაპოვნ სამალავებში აღმოჩენილ ვიდეოფირებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ალასანია აღნიშნულ საქმეში პრეზიდენტისა და ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხსაც ხედავს.
„გამოძიების დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ერთს გეტყვით, რომ იქმნებოდა საქართველოში მასიური სადიზმის ინსტიტუტი და, ჩემი აზრით, აუცილებელია სამაგალითოდ წარიმართოს მთელი ეს პროცესი. მნშვნელოვანია რომ ყველამ შეიგნოს როგორ ყალიბდებოდა მასიური სადიზმის ინსტიტუტები, რომ მომავალში ასეთი ძალადობის შექმნა აღარ მოხდეს. ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი მაშინდელი პრეზიდენტისაც" - განაცხადა ალასანიამ.