საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ინფორმაციით, იუნესკომ ბაგრატი, გელათი და მცხეთა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში დატოვა. ამის შესახებ რურუა facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"იუნესკომ ბაგრატი, გელათი და მცხეთა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში დატოვა საკუთარი, 37-ე სესიის გადაწყვეტილებით. ანუ, მთელი პოლიტჟრიამული ბაგრატის რესტავრაციის გარშემო საბოლოოდ დაიშალა ქვიშის სახლივით. გილოცავთ, ვისაც გიხარიათ", - წერს რურუა.
იუნესკოში საქართველოს ძეგლების საკითხი დღეს განიხილეს