,,ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში კრიზისში ნამდვილად არ არის", _განაცხადა ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა აშშ-ის კონგრესის სახელით მიღებული დოკუმენტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ დადგენილება ჯერ სენატში არ განხილულა.
"კონგრესი მრავალი წლის განმავლობაში ადევნებს თვალს საქართველოში დემოკრატიული პროგრესის მიმდინარეობას და, როდესაც რადარზე ამოვა რაღაც, ამ შემთხვევაში ეს არის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრება, კონგრესი თავის სიტყვას ამბობს ხოლმე. ტექნიკური მნიშვნელობა აქვს, კარგად ვიცოდეთ, რა ხდება. აშშ-ის კონგრესი შედგება ორი პალატისგან - წარმომადგენლობითი პალატისაგან და სენატისგან. ეს დოკუმენტი წარმომადგენლობითმა პალატამ უკვე მიიღო, თუმცა ჯერ არ განხილულა სენატში, ამჯერად ჯერ არაა შესული, როგორც ამერიკის კანონი", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი დაამტკიცა, სადაც კონგრესის განცხადებაც შევიდა. დოკუმენტში გაკრიტიკებულია ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენები, განსაკუთრებით ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტბის დაკავებები.