,,აშშ-ის კონგრესის მიერ რეზოლუციის მიღება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანა საქართველოზე ყურადღებითაა კონცენტრირებული", -განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული დოკუმენტის კომენტირებისას
,, რეზოლუციის მიღება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანა საქართველოზე ყურადღებითაა კონცენტრირებული, მეორე ამას მე აბსოლუტურად ტრაგიკულად არ აღვიქვამ. ყველა სენატორს კონგრესმენს თავისი დამოუკიდებულება აქვს საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი. სენატისა და კონგრესის დიდი უმრავლესობა საქართველოსთან აპირებს გააღრმაოს სამხედრო თანამშრომლობა", -განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ საბოლოო რეზოლუცია იქნება ისეთი როგორც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას შეეფერება.