,,პრეზიდენტი თუ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავს, ეს იქნება ქმედება ქართული სახელმწიფოს მდგრადობის წინააღმდეგ", _განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ვადამდე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს კიდევ ერთი მავნებლობა იქნება.
"მინდა, ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი მავნებლობა ქართული სახელმწიფოს მიმართ, თუ ასეთი ქმედება განახორციელა საქართველოს პრეზიდენტმა და აქეთკენ უბიძგა პოლიტიკურ პროცესს. ჩვენ მაინც დავასტაბილურებთ პოლიტიკურ პროცესს, თუმცა მინდა ხაზი გაუსვა, თუ ასეთი მცდელობა იქნება, ეს იქნება ქმედება მიმართული ქართული სახელმწიფოს მდგრადობის წინააღმდეგ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.