,,კონგრესმენების ინფორმაციის წყარო ბოლომდე გულწრფელი არ არის", -განაცხადა ,,ქორთიარდ მარიოტში" სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული დოკუმენტის კომენტირებისას.
,, მაშინ როცა კონგრესის ქვედა პალატაში ასეთი საკითხები განიხილება ეს არ არის სახუმარო საკითხი, ნამდვილად ანგარიშგასაწევია, მაგრამ მიმაჩნია, რომ კონგრესის საბოლოო დასკვნას უნდა დაველოდოთ თუ როგორ იქნება მიღებული ეს ტექსტი. მე ვთვლი, რომ საჭიროა მეტი მუშაობა აშშ-თან კონგრესთან, რათა მათ ჰქონდეთ მეტი, სრული ინფორმაცია საქართველოსთან დაკავშირებით", _განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი დაამტკიცა, სადაც კონგრესის განცხადებაც შევიდა. დოკუმენტში გაკრიტიკებულია ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მოვლენები, განსაკუთრებით ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტბის დაკავებები.