ვანო მერაბიშვილის მიერ, საპატიმროში ტელევიზორის არ ჰქონის მიზნით შიმშილობის დაწყებას საპარლამენტო უმრავლესობა ეხმიანება. ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის თქმით, თუ აღნიშნულ საპატიმროში ტელევიზორით სარგებლობის უფლება სხვა პატიმრებს არ აქვთ და ინფორმაციის მიღების მიზნით მერაბიშვილზე ექსკლუზიური ნებართვა და ტელევიზორის გადაცემა არ უნდა მოხდეს.
„მე პირადად მივესალმები, რომ ინფორმაციის მიღება ყველა პატიმარს შეეძლოს, თუმცა თუ აღნიშნულ საპატიმროში სხვა პტიმრებს ტელევიზორი არა აქვთ, მერაბიშვილმა ყოფილი თანამდებობით ვერ უნდა ისარგებლოს და ულტიმატუმები ტელევიზორის მოთხოვნით არ უნდა დაუკმაყოფილდეს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
ცნობისთვის ნაიცონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანა ვანო მერაბიშვილმა ინფორმაციის მიღების მიზნით საკანში ტელევიზორი მოითხოვა.