პარლამენტის შესასვლელთან კერძო იპოთეკარები დაბალ პროცენტიანი და გრძელვადიანი სესხლის გაცემის მოთხოვნით აქციას ამ წუთებშიც აგრძელებენ. მათ მოთხოვნებს ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე ეხმიანება. მისი განცხადებით კერძო მესაკუთრეების მოთხოვნა, იმის შესახებ, რომ პარლამენტმა საკნონმდებლო ინიციატივა მიიღოს და გრძელვადიანი და დაბალ პორცენტიანი სესხები გასცეს ამ ეტაპზე შეუძლებელია.
„მე ამ ადმიანებს შევხვდი და მოვისმინე მათი პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ. მინდა გითხრათ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების" დაპირება წინასაარჩევნოდ არ ყოფილა კერძო იპოთეკარებისათვის სესხების გაცემა. თუმცა მე ვწუხვარ, რომ ათასობით ადამიანი შესაძლოა საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩეს. სწორედ ამიტომ პრემიერთან უახლოესი შეხვედრისას, მას ვთხოვ რომ მთავრობამ შეიმუშავოს რაღაც სტრატეგია, რომ ეს ადამიანები საცხოვრებელი სახლის გარეშე არ დარჩნენ", - განაცხადა მანანა კობახაძემ.
შეგახსენებთ, რომ ასეულობით იპოთეკარი პარლამენტის შესასვლელთან აქციას დილიდან მართავს.