ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას თქმით, ინფორმაციის მიღება ყველა პატიმრისათვის მნიშვნელოვანია, რის გამოც პატიმრებს ინფორმაციის მისაღები საშუალება უნდა ჰქონდეთ.
„ყველა პატიმარს აქვს უფლება, იმის რომ გაიგონ თუ რა ხდება საპყრობილეს გარეთ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ რომ მერაბიშვილის მოთხოვნა სამართლიანია. ვფიქრობ როგორც მას ასევე საქართველოს მაშტაბით ყველა პატიმარს ინფორმაციის მისაღებად ტელევიზორი უნდა ჰქონდეს", - განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის ნაიცონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანა ვანო მერაბიშვილმა ინფორმაციის მიღების მიზნით საკანში ტელევიზორი მოითხოვა.