17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სახელზე შესული განცხადება, რომელსაც ხელს 12 000 ადამიანი აწერს გაყალბებულია. ამის შესახებ განცხადება უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, გაყალბებული ხელმოწერების გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საქმე უნდა აღიძრას.
„გამოიკვეთა კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები, ვისაც აღნიშნულ განცხადებაზე ხელი არ მოუწერია, თუმცა განცხადებაზე მისი ხელმოწერა არის თანდართული. აუცილებელია საკითხზე საქმე აღიძრას,"-განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
მასალის გამოყენების პირობები