ვარდების რევოლუცის ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო გაძლიერდა, მაგრამ ვერ მოხერხდა სახელმწიფოსგან თავდაცვის მექანიზმების გაძლიერება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა.
"2003 წლის შემდეგ სახელმწიფო ინსტიტუციების მშენებლობა დაიწყო და სახელმწიფომ დაიკავა ის ვაკუუმი, რომელიც ადრე შევსებული იყო არაფორმალური ურთიერთობით, არაფორმალური ინსტიტუტებით. სახელმწიფომ დაიკავა თავისი ადგილი და გაძლიერდა ძალიან მალე და ძალიან სწრაფად და ამის პირდაპირ პროპორციულად, ვთქვათ აღარ იყო დანაშაული, აღარ იღებდნენ ქრთამს, აღარ იყო უშუქობა, აღარ იყო ტოტალური კორუფცია, მაგრამ მეორეს მხრივ, სახელმწიფოს გაძლიერებას არ მოჰყვა სახელმწიფოსგან თავდაცვის მექანიზმების გაძლიერება", - განაცხადა რურუამ.