,,ვენეციის კომისიის დასკვნას დადებითს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ", _განაცხადა ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა ვენეციის კომისიის მიერ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ შუალედური დასკვნის კომენტირებისას.
,,ვენეციის კომისიის დასკვნას დადებითს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მთავარია, ვნახოთ დასკვნის საბოლოო ვარიანტი, რომელიც ორშაბათს დაიდება და უფრო თამამად ვიტყვით როგორი იქნება ეს დასკვნა. თუმცა წინასწარი ვარიანტი რაც იყო მთლიანად იყო კრიტიკული და გაჯერებული იყო შენიშვნებით, თუმცა აბოლო კომენტარს საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ გავაკეთებ", -განაცხადა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი საპარლამენტო კომისიის შექმნის შესახებ შუალედური დასკვნა გამოქვეყნა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განაცხადებით, კომისია პოზიტიურად აფასებს სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებს.