აშშ-ის კონგრესის განცხადებას თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ, GRASS-ის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე დამაფიქრებელს უწოდებს. "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კაპანაძე აღნიშნავს, რომ გენცხადების საფუძველზე ცხადი ხდება, რომ აშშ-ში ესმით თუ რა პრობლემებია საქართველოში.
"ეს უნდა გახდეს ხელისუფლებისთვის დამაფიქრებელი. მსგავსი განცხადება მეტყველებს რომ ამერიკაში კარგად ესმით აქ რა პრობლემებია და სირაქლემის პოზიციაში ყოფნა შეიძლება ქვეყნისთვის დიდი ზიანის მომტანი იყოს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კაპანაძემ.
GRASS-ის ხელმძღვანელი იმედოვნებს,, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს რეზოლუციაში გამოთქმულ შენიშვნებს.
"იმედი მაქვს, რომ რაც ამ რეზოლუციაში წერია, გათვალისწინებული იქნება. ამერიკასთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს და ამ კუთხით ბევრი გეგმა აქვს - თავისუფალი ვაჭრობა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ვიზების გამარტივება. ამ კურსისთვის საფრთხის შექმნა ქვეყანას ძალიან დააზარალებს", - განაცხადა კაპანაძემ.