პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმიანება, რომლითაც ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული პირები პრეზიდენტის მფრინავს უკავშირდება. ბეჟაშვილის თქმით აღნიშნული განცხადება მათი მხრიდან პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და ამბობს, რომ მფრინავი რომელიც სახელმწიფო დაცვის კონკრეტულ ფირმაში მუშაობს პრეზიდენტის ფრენების გარდა, თანამდებობის სხვა პირებასაც ემსახურება.
„პოლიტიკური სპეკულაციების საგანია ეს და ამის სერიოზულად აღქმა არ შემიძლია. რადგან სამინისტროს ეს განცხადება ვფიქრობ, რომ არამართებულია", - განაცხადა ბეჟაშვილმა.