.,,სასურველი იქნებოდა სტუდენტებს უფრო სიღრმისეულად ჩახედათ ცვლილებებში", _განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტების დაგეგმილი აქციის კომენტირებისას, რომელიც სამინისტროში მიმდინარე კონფერენციას "განწყობის თეორია, იმპლემენტაცია და განვითარება" ესწრება.
"ნებისმიერ ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. მეტიც, მისასალმებელია, როდესაც სტუდენტები გამოხატავენ საკუთარ აზრს. სასურველი იქნებოდა, უფრო სიღრმისეულად ჩაიხედონ იმ ცვლილებებში, რომელიც ხორციელდება. თავისთავად კარგია აზრის გამოხატვა, ეს დემოკრატიის ნაწილია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტები ,,უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს გააპროტესტებენ. ისინი ილიას უნივერსიტეტიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე ცოცხალ ჯაჭვის გაკეთებას გეგმავენ.