,,FBI-დან მიღებული შუალედური დასკვნის მიხედვით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე გადაღებულ ვიდეომასალაში, ათეულობით მონტაჟის ფაქტი იკვეთება", _განაცხადა ჟურნალისტებთან მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა და აღნიშნა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა გამოძიებისთვის ხარისხიან ინფორმაციად ვერ ჩაითვლება.
"წესით, არ უნდა იყოს აღნიშნული მასალა მტკიცებულებად მიღებული და შინაარსობრივი ხასიათის დასკვნების გაკეთება არ უნდა მოხდეს", - განაცხადა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი პირის გურამ დონაძის განცხადებით, FBI-დან შუალედური დასკვნაში წერია, რომ ვიდეომასალა დამონტაჟებული არ არის.