„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, განათლების მინისტრისა და კოალიცია „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმიანება.
რატიანის თქმით, მარგველაშვილის განცხადება თითქოს და პრეზიდენტი უნივერსიტეტის რექტორებს თავად ნიშნავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
„2007 წლიდან უნივერსიტეტის რექტორებს აკადემიური საბჭო ნიშნავდა და არა პრეზიდენტი. პრეზიდენტობის კანდიდატის ეს განცხადება კი მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ვფიქრობ, მარგველაშვილმა მისი წინასაარჩევნო კამპანია ტყუილით არ უნდა დაიწყოს,"- ამბობს სერგო რატიანი.
მასალის გამოყენების პირობები