,,იმის მაგივრად, რომ ამ ხალხმა მეტი იმეცადინოს უფრო მეტ პოლიტიკას აკეთებს", _განაცხადა ჟურნალისტებთან განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა სანდრო კვიტაშვილის გადაწყვეტილების კომენტირებისას.
,,როდესაც გავიგე, რომ სანდრო კვიტაშვილი გადადგა, მეგონა დისერტაციის წერა დაიწყო და თურმე თავის თავი გადანიშნა. მე მგონი, ცოტა კომიკურია. არ შეიძლება უმაღლესი მართოს ადამიანმა, რომელსაც განათლება არ აქვს მიღებული, რომელიც არის დიპლომირებული სპეციალისტი არ შეიძლება მართოს უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება. იმის მაგივრად, რომ უფრო მეტი ვიმეცადინოთ, უფრო მეტი შრომა დავწეროთ, მეტად ჩავიხედოთ მეცნიერებაში და იმის მაგივრად, რომ ამ ხალხმა მეტი იმეცადინოს უფრო მეტ პოლიტიკას აკეთებს", _განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სანდრო კვიტაშვილმა თსუ რექტორის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად კვიტაშვილმა ,,უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებები დაასახელა. თუმცა ახალი რექტორის არჩევამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკვე ყოფილი რექტორი თავის მოვალეობას მაინც შესრულებს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში კი არჩევნები 16 აგვისტოს გაიმართება.