პარლამენტის სესიაზე შრომის კოდექსი მესამე მოსმენით დაამტკიცეს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიგი წერეთლის შეფასებით, მიღებული კანონპროექტი ცუდსა და უარეს შორის არჩევანია. მისივე თქმით, მიღებული შრომის კოდექსი ვერ უზრუნველყოფს მოქმედი მუშახელის უზრუნვეყოფას ასევე ვერც მეტ სამუშაო ადგილს ვერ გააჩენს.
„ვფიქრობ რომ დღევანდელი შრომის კოდექსის მიღებისას ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ ცუდსა და უარესს შორის. აქამდე არსებული შრომის კოდექსი იყო ძალიან ცუდი და ახლა მივიღეთ, ყბრალოდ ცუდი. შემოთავაზებული ვარიანტით ვერ მოხერხდება, სამუშაო ადგილების შექმნა და ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ კვლავ იგივე პირობებში მოუწევთ მუშაობა. უნდა მომხდარიყო მეტი რეგულაცია და გაგვეთვალისწინებინა როგორც დამსაქმებლის ასევე დასაქმებულის ინტერესები და მომხდარიყო მათი ერთმანეთთან გათანაბრება" - განაცხადა წერეთელმა.