ივანე ჯავახაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის თანამდებობიდან გადადგომას საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური აფასებს. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტით განათლების სისტემა შევარდნაძის ეპოქაში ბრუნდება და უნივერსიტეტები დამოუკიდებლობას კარგავენ.
„რადგან კოალიქია „ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ რექტორები აუცილებლად აკადემიური ხარისხის მატარებლები უნდა იყვნენ კვიტაშვილმა მიიღო მართლაც რომ მისაბაძი გადაწყვეტილება, რათა აღნიშნულით უკვე აკადემიური საბჭო თავად არჩევს უნივერსიტეტის ლექტორს, რომელიც დააკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს და მასში პრემიერი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, რაც სასიხარულოა", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებით სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები სრული პროფესორები უნდა იყვნენ.