ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფუო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის თანამდებობიდან გადადგომას პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე აფასებს. ჩაფიძის თქმით, კვიტაშვილს გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მაშინ უნდა მიეღო, როცა მისი უფლებამოსილების შეჩერებას ასობით სტუდენტი აქციებით ითხოვდა. ხოლო ახლა მისი ეს გადაწყვეტილება ნაადრევია.
„ბატონმა ალექსანდრე კვიტაშვილმა ერთი ნაბიჯითი დაასწრო იმ კანონს, რომელი კანონის მიხედვითაც უნივერსიტეტის ლექტორს აუცილებელია ჰქონდეს აკადემიური ხარისხის განათლება. სწორედ ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ განცხადება დაეწერა და თანამდებობიდან გადამდგარიყო", - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თანამდებობა სკაუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.