,,უშიშროების საბჭოს სხდომა პოლიტიკური პოლემიკა იყო, ვიდრე საქმიანი საუბარი", _განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას გუშინ გამართული უშიშროების საბჭოს სხდომის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე უნდა იმართებოდეს სერიოზული საუბრები.
"ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებები. მათ ეს სჭირდებოდათ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. უშიშროების საბჭოს სხდომა არ უნდა იყოს პიარის საკითხი. იქ უნდა იყოს შექმნილი სამუშაო ვითარება და არა ის, რომ ეს პროპაგანდისთვის კეთდება. ეს იყო პოლიტიკური პოლემიკა, ვიდრე საქმიანი საუბარი. ჩემი აზრით, პირველი სხდომა უფრო საქმიანი იყო, მეორე კი - ძლიერი პოლიტიკური ანგაჟირებულობის შთაბეჭდილებას ტოვებს", _ აღნიშნა ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც მთავარი განსახილველი საკითხები ,,აისაფის" ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილეობა და ,,იუთუბიზე" თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეო იყო.
მასალის გამოყენების პირობები