„იძულებული ვარ თქვენი მეხსიერება ოდნავ უფრო უკან მოვმართო და გაგახსენოთ, აგვისტოს ომი, სადაც თქვენი პრეზიდენტი როგორ იყო ძირს დაცემული და თავზე დაცვა ეხვია", - ამ ფრაზით გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ე.წ. საზღვრის პირა რაიონში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი არ ინტერესდება და ის უშიშროების საბჭოს სხდომაზე სადაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ არ დადის და გასართობ ღონისძიებებს ანიჭებს მნიშვნელობას.
ბესელიას თქმით, მოსახლეობა და ქართველი ხალხი კარგად ანსხვავებს ვინ არის სამშობლოს პატრიოტი და ვინ მხდალი და მოღალატე.
„ჩვენ კარგად გვახოვს აგვისტოს ომი და ის შემზარავი ფოტოები რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა. თუ ამ ყველაფერს გავიხსენებთ, „ნაციონალურ მოძრაობას" სათქმელი აღარაფერი უნდა დარჩეს ქვეყნის თავდადებაზე", - განაცხდა ეკა ბესელიამ.