საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ნუკრი ქანთარია პრეზიდენტის მიერ გუშინ მოწვეულ უშიშროების საჭოს სხდომას ეხმიანება. ქანთარიას თქმით, ბოლო დროს უშიშროების საბჭოს ხშირად მოწვევა პრეზიდენტის მორიგი ჰობი და გასართობი საშუალებაა. პრემიერი აღნიშნულ სხდომაზე დასასწრებად დროს ვერ დაკარგავს.
„პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მოწვევით გასართობი მოძებნა, თუმცა მის ამ გართობაზე ვერ იზრუნებს პრემიერი. მას ისედაც ბევრი საქმე აქვს და აქედან გამომდინარე პრეზიდენტის ახირებებზე ვერ ივლის. მე მინდა მივმართო ამ ტრიბუნიდან პრეზიდენტს, ბატონო პრეზიდენტო, პრემიერ მინისტრს არ ცალია თქვენი ახირებებისთვის", - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.