,,დაველოდოთ, პუტინის სურვილების რეალიზება პრაქტიკაში რამდენად მოხდება", -განაცხადა ჟურნალისტებთან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ვლადიმერ პუტინის განცხადების კომენტირებისას.
,,პუტინის მხრიდან ჩვენ ბევრი კარგი განცხადება მოგვისმენია, მაგრამ ახლა დაველოდოთ, მისი გამოთქმული მოსაზრებების, სურვილების პრაქტიკაში რეალიზება რამდენად მოხდება", _განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მას საქართველოსთან კარგი ურთიერთობის დამყარება სურს.