საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, ქვეყანაში ბოლო დროს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად სამსახური ქვეყნის მაშტაბით 40 ათასმა ადამიანმა დაკარგა. წიკლაურის თქმით მაშინ როცა არჩევნებამდე კოალიცია „ქართული ოცნება" მოსახლეობას დასაქმებას და დაბალ ტარიფებს თავაზობდა მათ არჩევნების შემდეგ მათი დანაპირები 180 გრადუსით შეცვალეს.
„მინდა მივმართო, ბიძინა ივანიშვილს და კოალიცია ქართული ოცნების ლიდერებს, თუ ეს იყო თქვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომ ისედაც უმუშევარ ქვეყანაში კიდევ ათეულობით ათასი ადამიანი უსამსახუროდ დაგეტოვებინათ თქვენი რეფორმების შედეგად, ეს ადამინები უკვე მიხვდნენ, რომ მათ თავიანთი გადაწყვეტილებით ვერ აიხდინეს ქართული ოცნება. დარმწუნებული ვარ რომ სულ მალე მთელი საქართველო მიხვდება, რომ თქვენ ქართული ოცნების ახდენა მოსახლეობისთვის არ შეგიძლიათ", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ცნობისთვის, დღევანდელ საპარლამენტო სესიაზე, საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები განცხადებებით გამოდიან.