საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად შსს-სგან მოვითხოვთ, ვიდეოებზე გამოძიება რაც შეიძლება, სწრაფად დასრულდეს, - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივამა გიგა ბოკერიამ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ვერ გაამხელეს დეტალებს, თუ რა ითქვა უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ამ თემასთან დაკავშირებით.
„ჩვენ უბრალოდ გვაქვს დიდი იმედი და მოთხოვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რომ მაქსიმალური ძალისხმევა გატარდეს, რათა რამდენადაც შესაძლებელია, სწრაფად დასრულდეს გამოძიება. წინასწარი მონაცემებით, რაც თქვენ საჯაროდ გაქვთ მოსმენილი, შემიძლია, დავადასტურო, რომ რა თქმა უნდა, არსებობს იმის მტკიცების საფუძველი, რომ ეს პროდუქტი დამზადებულია საქართველოში და არანაირი კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ვგულისხმობ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ავღანეთში მოქმედებენ. ეს ინფორმაცია გვაქვს შსს-სგან, საჯაროდ გაკეთებული განცხადებების სახით და ეს ნათელია საღი აზრითაც. იმედი მაქვს, რომ გამოძიება რაც შეიძლება, მოკლე ვადებში დადებს შედეგებს,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.