შესაბამისი სამინისტროების მიერ აუცილებელია დროული და მკვეთრი განცხადებები, - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ეკა ბესელია რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. სასაზღვრო ზოლის სადემარკაციო სამუშაოების გაგძელებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, შესაბამისმა სამინისტროებმა საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში უნდა ჩააყენონ.
„შესაბამისმა სამინისტროებმა მიმართონ საერთაშორისო საზოგადეობას და ჩააყენონ საქმის კურსში თუ რა ხდება ჩვენს ტერიტორიებზე. აუცილებელია, დროული და მკვეთრი განცხადებები ოკუპანტების ამგვარ საქციელზე", - ამბობს ბესელია.