,,ვილნიუსის სამიტზე ახალი შრომის კოდექსის არ მიღება ვერანაირ კატეგორიულ გავლენას ვერ მოახდენს ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი მაჭრობის შეთანხმებაზე", -განაცხადა ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტს თავისი მიზნები და ამოცანები აქვს.
,,შრომის კოდექსი შესაცვლელია და ამას პირველ რიგში ვაკეთებთ არა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის. რამდენადაც ვიცი ახალი შრომის კოდექსის შემუშავებაში მონაწილეობენ საერთაშორისო ექსპერტები და იმედი მაქვს, რომ ცვლილებები განხორციელდება ევროპული სტანდარტების დაცვით", _განაცხადა ფანჯიკიძემ და იმედი გამოთქვა, რომ ახალი შრომის კანონის მიღება ვილნიუსის სამიტამდე მოესწრება.