პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გუშინ გვიან ღამით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ნულოვან სართულზე ჩამონგრეულ ჭერთან დაკავშირებით დეპუტატებს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა ნულ სართულზე განთავსებული დეპუტატების სამუშაო კაბინეტებში შესვლა გართულებულია საკომიტეტო და სასესიო კვირა არ უნდა ჩავარდეს და ჩვეულებრივ რიტმში უნდა იმუშაონ.
„საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. თუმცა იყო ამის რეალური საფრთხე", - განაცხადა დავით უსუფაშვილი"