უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტრ პოროშენკომ მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის დროს გააცხადა, რომ უკრაინა მოსკოვთან დიალოგის აღდგენისთვის ყველა დონეზე მზადაა _ მათ შორის უმაღლეს დონეზედაც.
პოროშენკო აღნიშნავს, რომ რუსეთისა და უკრაინის ურთერთობებს "გადატვურთვა არ სჭირდება". დიპლომატის თქმით, მხარეებმა უბრალოდ მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული პოტენციალი ყველა სფეროში.
თავის მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ "რუსეთი ორმხრივი ურთიერთობების პრობლემებისგან განტვირთვისთვის მზადაა".
აღსანიშავია, რომ ეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიეს მოსკოვში განხორციელებული საპასუხო ვიზიტია. ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. ეს რუსეთის მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტი იყო უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთვის გაკეთებული ღია გზავნილის შემდეგ, რომელშიც მედევდევმა იუშჩენკო ანტირუსული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა. მედვედევის თქმით, "სააკაშვილის მიერ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დროს უკრაინამ აშკარა ანტირუსული პოზიცია დაიკავა".
მედვედევის აზრით, უკრაინამ ,რომელიც ქართულ არმიას იარაღს აწვდიდა და რომელიც ამის კეთების შეწყვეტას არც ახლა აპირებს, თბილისთან ერთად უნდა გაინაწილოს პასუხისმგებლობა დანაშაულის ჩადენაზე. მედვედევმა ასევე გაამახვილა ყურადღება უკრაინის ხელისუფლების მიერ ნატოში გაწევრიანების კურსის გაგრძელებაზე, რასაც უკრაინის მხრავალი მოქალაქე ეწინააღმდეგება. მედვედევმა აღნიშნა, რომ ამ პირობებში რუსეთის ელჩი უკრაინაში არ იქნება.
იუშჩენკომ მედევედევის ღია გზავნილს მხოლოდ ორი დღის შემდეგ უპასუხა და ყველა ბრალდება უარყო, რომელიც მას რუსეთის პრეზიენტმა წარუდგინა. იუშჩენკომ თავის გზავნილში აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია მედვედევის მიერ გამოგზავნილი წერილის არამეგობრული ხასიათით. იუშჩენკომ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ იგი აუცილებლად უნდა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, რათა ყველაფერი გაირკვეს. თუმცა ყველა მის წინადადებას ამ მიმართულებით მოსკოვი უპასუხოდ ტოვებდა.
უკრაინელი დიპლომატები მუშაობდნენ იმ მიმართულებით, რომ დაერეგულირების გზები ენახათ. კერძოდ, მომზადებული იქნა პროექტი სადავო საკითხების დარეგულირების შესახებ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები გამოვიდნენ ინიციატივით, უარი ყოფილიყო ნათქვამი მოსკოვის მისამართით მკვეთრი განცხადებების კეთებაზე, შეეწყვიტათ ამგვარივე განცხადებების კეთება სევასტოპოლში მდგარი რუსული შავი ზღვის ფლოტის მისამართით და გაეაქტიურეებინათ მუშაობა დსთ-ის ფარგლებში.
უკრაინის საგარეო უწყებაში ასევე გამოდიან ინიციატივით, უარი იყოს ნათქვამი საქართველოსთან კონსოლიდაციის პოზიციაზე სხვადასხვა და ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციებში. ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ელჩი უკრაინაში მიხეილ ზურაბოვი უახლოეს მომავალში მაინც აპირებს უკრაინაში გამგზარებას და იქ დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობის დაწყებას.
ლავროვმა ხარკოვში სიტყვით გამოსვლისას მიუხედავად იმის ხაზგასმისა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან ურთიერთობების დალაგებისთვის, მაინც აღნიშნა, რომ რუსეთს ჯერჯერობით პასუხი არ მიუცია უკრაინისთვის კითხვაზე, რომელიც ორი პრეზიდენტის შეხვედრას ეხება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთობების დათბობისა, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო 2010 წლის 17 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მხარდაჭერას არ უნდა ელოდოს.