,,ჩვენი პოზიცია არის, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები უნდა განადგურდეს, რადგან ეს ინფორმაცია კანონდარღვევითაა მოპოვებულია და მტკიცებულებად ვერ გამოდგება", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საიას თავმჯდომარემ კახა კოჟირიძემ.
მისივე განაცხადებით შსს მხრიდან პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალასთან დაკავშირებით პოზიციების ხშირად შეცვლა გამართლებული არ არის. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კოჟორიძემ განაცხადა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის შენახვის შემთხვევაში შსს უნდა დაასაბუთოს რატომ გახდა საჭირო მისი შენახვა.
,,ვფიქრობ, სათანადოდ არ არის ახსნილი ამ მტკიცებულებების შენახვის აუცილებლობა. ჩვენი აზრით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის შენახვის აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ თუ არსებობს, მაშინ არგუმენტირებულად უნდა იყოს ახსნილი, რატომ არის აუცილებელია ამ მასალების შენახვა", _ განაცხადა საიას თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ და აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის შენახვა შესაძლებელია მხოლოდ ერთი მიზნით.
,,პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოყენება შეიძლება ერთადერთ შემთხვევაში თუ კონკრეტული ადამიანს, ვინც ეს მასალა შექმნა იმას წაუყენებენ ბრალს და იტყვიან, რომ ამ პირმა ჩაიდინა დანაშაული, გააკეთა უკანონო ჩანაწერი და აგერ ამის მტკიცებულება. სწორედ ამ ერთადერთი მიზნის გამო შეიძლება გაიმართოს დებატები პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის შენახვაზე" _განაცხადა კოჟორიძემ.