„ჩვენს შორის არის უზარმაზარი ფუნდამენტური განსხვავებები", - განაცხადა უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ გიგა ბოკერიამ. როგორც ჟურნალისტებთან უშიშროების საბჭოს მდივანმა განმარტა, ქვეყანაში მრავალი მიმართულებით საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა.
„ქვეყანაში ჩვენი აზრით, მრავალი მიმართულებით არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, მაგრამ ქვეყნების ინტერები გულისხმობს იმას, რომ მიუხედავად განსხვავებებისა სადაც არის შესაძლებლობა და აუცილებლობა ერთლობლივი მუშაობის ეს უნდა მოხერხდეს და უშიშროების საბჭო არის ამის ერთ-ერთი კომპონენტი", - განცხადა გიგა ბოკერიამ.