,,ელჩებს გავაცნობ ყველა იმ დეტალს რომელიც მოსამართლეთა კონფერენციას უკავშირდება", _განაცხადა ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრის დაწყებამდე.
,,მოსამართლეთა კონფერენციის მოსამზადებელი პერიოდი მაქსიმალურად გამჭვირვალედ და საჯაროობის პირობებში მიმდინარეობს. ამ პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და ნებისმიერ სხვა ჯგუფთან, რომელიც დაინტერესებულია მართლმსაჯულებაში მიმდინარე პროცესებით. ერთ-ერთი ასეთი პუნქტი გახლავთ ჩვენი მეგობარი პარტნიორი ქვეყნების ელჩები და მე მათთან პირადად მექნება საუბარი და მინდა მათ გავცნო ყველა ის დეტალი, რომელიც უკავშირდება კონფერენციას", _ განაცხადა კუბლაშვილმა.