"საქართველოს გამო რუსეთს არავინ დაუპირისპირდება, რუსეთი ხომ №1-ია! რუსეთის გარეშე კავკასია წარმოუდგენელია", _ აცხადებს მომღერალი ზურაბ სოტკილავა რუსულ მედიასთან საუბარში, კითხვაზე პასუხის გაცემისას - "სამხრეთ ოსეთი და რუსეთი ძმები არიან საუკუნოდ?".
მისივე თქმით, "აშშ-ს მუდმივად შეუძლია საუბარი იმაზე, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან საქართველოში არსებული მდგომარეობით, მაგრამ რეალურად იქ რაიმის გაკეთება მხოლოდ რუსეთს შეუძლია".
"რუსეთის გარეშე კავკასია უბრალოდ წარმოუდგენელია და იქ მის გარეშ შესაძლოა ისეთი რამ გაჩაღდეს, რომ წარმოდგენაც კი შემზარავია! იქ ვერავინ ჩაერევა და ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს გარდა რუსეთისა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს გამო რუსეთს არავინ დაუპირისპირდება, რუსეთი ხომ ნომერ პირველია",_ აცხადებს სოტკილავა.