უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას მისამართით "პროკურატურაში და საზოგადოებაში არის კითხვები და მას მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა".
როგორც ბერძენიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა "გაუგებარია როგორ შეინახა სახელმწიფომ უწყება, რომელსაც 7-8 თვის მანძილზე არაფერი გაუკეთებია".
"მივა თუ არა პრემიერი უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, ეს მისი გადასაწყვეტია და ალბათ თვითონ გააკეთებს განცხადებას. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს ფაქტია რომ მის მუშაობაზე კითხვები არსებობს და ბოკერიას მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. თუ სწორად იხარჯებოდა იქ ფული, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ თუ კანონი ირღვეოდა და ბიუჯეტის ფული იხარჯება ამაზე იქნება რეაგირება.ვერავინ ვერ დადგება კანონზე მაღლა ვერც უშიშროების საბჭოს მდივანი", - აცხადებს ბერძენიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები