საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.
ალასანია ასევე ნატო-ს თავდაცვის მინისტრებთან ერთად ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ნატო-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და ქვეყანაში მიმდინარე თავდაცვის რეფორმები განიხილება. შეგახსენებთ, რომ თავადაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ნატო-ს შტაბ-ბინაში უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა.