,,გამაკვირვა, რომ ვანო მერაბიშვილს ოჯახთან კონტაქტი არ აქვს", _განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივან ვანო მერაბიშვილის მონახულების შემდეგ ევროპარალმენტარმა კჟიშტოფ ლისეკმა და აღნიშნა, რომ ციხეში ზოგადად კარგი პირობებია.
,,ბატონო მერაბიშვილი კარგადაა, ჩვენ ნახევარი საათი ვისაუბრეთ. მან მკითხა რა ხდებოდა გარეთ, რადგან ტელევიზორი არ აქვს, თუმცა ეს კანონით დაშვებულია. მას არ აქვს კონტაქტის საშუალება ოჯახთან, რამაც ძალიან გამაკვირვა. ზოგადად პირობები ციხეში ნორმალურია.", _განაცხადა კჟიშტოფ ლისეკმა.