"იმედი გვაქვს, როსტომ სოსიაშვილი უახლოეს პერიოდში გათავისუფლდება", _ განაცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას შს სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახაბერ ქემოკლიძემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ერგნეთში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"ქართულმა მხარემ ამ შეხვედრაზე რა თქმა უნდა დააყენა საკითხი და ისაუბრა ცხინვალის ციხეში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ბედზე.
შევეხეთ ავთანდილ კვირიკაშვილის საქმეს, ვისაუბრეთ როსტომ სოსიაშვილის თემასთან დაავშირებითაც. მივაწოდეთ მათ ინფორმაცია, რომ სოსიაშვილს გარკვეული პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და იმედი გვაქვს, რომ ბატონი სოსიაშვილი უახლოეს პერიოდში გათავისუფლდება, თუმცა ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", _ განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ სააგენტოსთან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები